ბუაძე: „კოალიციის სახელით მზად ვართ, ხელი მოავწეროთ შეთანხმებას

19-09-2024 18:40:40 პოლიტიკა

„ძლიერი საქართველო“ კვლავ იტოვებს იმედს, რომ პარტიასთან „საქართველოსთვის“ შეთანხმება შედგება.

„კოალიციის სახელით მზად ვართ, ხელი მოავწეროთ შეთანხმებას, რომელიც მიღწეულ იქნა პრეზიდენტის მონაწილეობით. [...] ხელი მოვაწეროთ იმ სულისკვეთებით, რომლითაც გუშინ პრეზიდენტთან შეხვედრა დასრულდა“,- თქვა „ძლიერი საქართველოს“ წევრმა საბა ბუაძემ.

იმავდროულად, პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ანა ბუჩუკურმა თქვა, რომ „ლელომ“ პარტნიორებთან შეთანხმებას ვერ მიაღწია:

„მზად ვიყავით, ჩვენი პარტია დაგვეთმო, ერთადერთი რაც უნდა მომხდარიყო „ლელოს“ მხრიდან, უნდა მოეხდინა კონსესუსი შიგნით. სამწუხაროდ მან ეს შეთანხმება ვერ მოახერხა მის პარტნიორებთან [...] პარიტეტზე შეთანხმება უნდა მოეტანა, რაც ვერ მოახერხა "ლელომ“.

ბუაძე ხაზს უსვამს, რომ მამუკა ხაზარაძე პრეზიდენტთან კოალიციის სახელით მივიდა და შეთანხმებას კოალიციის სახელით აწერდა ხელს.

„პრეზიდენტი იტყვის სათქმელს და ეს საკითხები არ დაიმალება“,- თქვა მან და ხაზი გაუსვა, რომ იმედს იტოვებს, რომ შეთანხმება შედგება, რაც სასარგებლო იქნება შედარებითი უპირატესობის გასაღრმავებლად, რომელიც „ჩვენ გვაქვს „ქართულ ოცნებასთან“, მაგრამ ამაზე დაუსრულებლად ვერ ვისაუბრებ.“

ახალი ამბები

სხვა სიახლეები