გახარია: საჯაროდ ვაცხადებთ მზაობას სამი პრინციპით
20/09/2024 11:13:17 პოლიტიკა
ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამჟამინდელმა სამწუხარო პროცესმა იმედგაცრუება არ გამოიწვიოს,- თქვა „საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა გიორგი გახარიამ "ძლიერ საქართველოსთან" ალიანსის თაობაზე მოლაპარაკებების კონტექსტში.
მან შეცდომა უწოდა აჩევნებამდე ასე მოკლე დროში, მოუმზადებლად მოლაპარაკების დაწყებას, თუმცა თქვა, რომ გაითვალისწინება პრეზიდენტის როლი.
"მოლაპარაკებები უფრო ადრე უნდა დამესრულებინა - მაშინვე, როდესაც ვერ მოხერხდა ნეიტრალურ პლატფორმაზე შეთანხმება. ჩემი მხრიდან ნეიტრალური პლატფორმის საკითხის დათმობამ მეორე მხარის სიხარბე წაახალისა, რამაც პროცესი საბოლოოდ შეიყვანა ჩიხში“,- განაცხადა გახარიამ.
მან ასევე თქვა:
„ვუბრნდებით თავდაპირველ მიზანს და საჯაროდ ვაცხადებთ მზაობას შემდეგი პრინციპებით: ნეიტრალური პლატფორმა; გადაწყვეტილების მიღების სამართლიანი, პარიტეტული პრინციპი; კოალიციის დაუშვებლობუის პრინციპი როგორც „ქართულ ოცნებასთან“ ისე „ნაციონალურ მოძრაობასთან“.
მისი თქმით, თუ "ლელოს" მხრიდან იქნება მზაობა, შეთანხმებას მოაწერს ხელს.
მისი ხედვით, ეს სამი პრინციპი უზრუნველყობს მშვიდ, სტაბილურ თანამშრომლობას და განვითარებას შემდგომში. „ეს რომ ვერ დავინახე, ამიტომ ვთქვი, რომ „ამ ეტაპზე“. [...] დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტიები ითანამშრომლებენ. ჩვენზეა დამოკიდებული - რა სიღრმეზე“.
გახარიამ თქვა, რომ ნეიტრალურ პლატფორმაზე შეუთანხმებლობის შემდეგ (ეს გულისხმობს პარტიების ერთი საარჩევნო სუბიექტის ქვეშ გაერთიანებას), დიალოგი განაგრძო, რადგან დაინახა თანამშრომლობის პერსპექტივები, თუმცა შემდეგ იყო „ტურბულენტობა“, „მოლოდინები“ და რისკი, რომ პროცესი, რისთვისაც ეს გაერთიანება უნდა შემდგარიყო, შესაძლოა, დაზიანებულიყო და განაცხადა „ამ ეტაპზე“ "წერტილის დასმის" შესახებ.
„ერთ-ერთი პუნქტი იყო, რომ გახარია არ უნდა იყოს სიაში“, - თქვა გიორგი გახარიამ.
„მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა მე დამიცვა … ისეთი სიდიდის და მნიშვნელობის საკითხი იყო მაგიდაზე, რომ მე ამაზე დავთანხმდი“, - განაცხადა გახარიამ 20 სექტემბერს პარტიის ოფისში ბრიფინგზე.
„ძლიერი საქართველოს“ წევრებს ჯერ პოზიცია ჩამოყალიბებული არ აქვთ.
ხაზარაძისა და გახარიას პირველი შეხვედრა 17 სექტემბერს შედგა. მას შემდეგ ოპოზიციური პარტიების ლიდერები ერთმანეთს რამდენჯერმე შეხვდნენ, თუმცა გუშინ ცნობილი გახდა, რომ შეთანხმება ვერ შედგა.


