სტამბოლში „რუსული მაფიის“ წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის ფარგლებში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს
31/01/2020 14:29:00 სამართალი
სტამბოლის პოლიციამ რუსული მაფიის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში 16 პირი დააკავა, მათ შორის საქართველოს ოთხი მოქალაქე. საქართველოს მოქალაქეების გარდა დაკავებულები არიან რუსეთის ერთი, უკრაინის სამი, აზერბაიჯანის რვა მოქალაქე,– იუწყება ადგილობრივი მედია.
ამავე წყაროს ცნობით, სპეცოპერაციის ადგილზე ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების თანამშრომლებმა 11 პისტოლეტი, „აკ 47“-ის ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 222 ტყვია აღმოაჩინა.
წინასწარი მონაცემებით, დაჯგუფების ლიდერი წარმოშობით უკრაინელი ანდრი მალია, ეჭვმიტანილები კი თურქეთში აზერბაიჯანული დაჯგუფების ლიდერის ნადირ სალიფევის და მისი დაჯგუფების წევრების ლიკვიდაციის მიზნით ჩავიდნენ.
დაკავებულების ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია.


