ხაბეშვილს გირაო შეეფარდა
31/01/2020 18:12:54 სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძაობის“ წევრს, ლევან ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.პროკურატურა გირაოდ 3 000 ლარს ითხოვდა, ხაბეიშვილის ადვოკატი კი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.
პროკურატურის ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილს თბილისის საკრებულოს დერეფანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე წარედგინა ბრალდება. „მას ბრალად ედება დანაშაულის ჩადენა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით“, – აცხადებენ პროკურატურაში.
ხაბეიშვილი არ ეთანხმება გადაწყვეტლებას და გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
5 000–ლარიანი გირაო შეეფარდათ საკრებულოს დეპუტატებს: თრაშ შურღაიას, ალექსანდრე ცინცაძე და ალექსანდრე ხუჯაძეს რომლებიც ხაბეიშვილზე ძალადობაში არიან ბრალდებულები.


