საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს
01/02/2020 15:50:05 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "აქცენტი" უცვლელად გთავაზობთ:
"გაცნობებთ, რომ ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა.
მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილების მიზნით გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა ერთი წამყვანი ხიდის მქონე ავტომანქანებისთვის მხოლოდ ზამთრის საბურავებით და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით არის დაშვებული. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ ზამთრის საბურავებით"- ნათქვამია განცხადებაში.


