Accentnews.ge
გოგაშვილი: “სააკაშვილი და მერაბიშვილი ივანიშვილის ლიკვიდაციას გეგმავდნენ“

გოგაშვილი: “სააკაშვილი და მერაბიშვილი ივანიშვილის ლიკვიდაციას გეგმავდნენ“

03/02/2020 05:52:20 სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციას აპირებდნენ. მისივე თქმით, ისინი ახმედ ჩატაევის ტერორისტულ დაჯგუფებას აფინანსებდნენ და ივანიშვილის ლიკვიდაციაც სწორედ ამ დაჯგუფების საშუალებით იგეგმებოდა.

"ჩატაევი პირდაპირ კავშირში აღმოჩნდა ნაციონალურ მოძრაობასთან. ფინანსდებოდა ვანო მერაბიშვილის და მიხეილ სააკაშვილის მიერ. ეს დანაყოფი შექმნეს იმის გამო, რომ ნებისმიერი პრობლემა გადაეჭრათ პირადი მიზნებისთვის. რომელიმე პოლიტიკური ოპონენტი იქნებოდა ეს თუ ა.შ... მიშას და ვანოს გარკვეული ინფორმაცია ჰქონდათ, რომ ქართული ოცნება საარჩევნოდ სერიოზულ რესურსს კრებდა მოსახლეობის სახით და ერთ ვერსიად გაჟღერდა, რომ ახმეტაში მათ უნდოდათ ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია. ამას ზუსტად ამ ფარული ჯგუფის საშუალებით აკეთებდნენ. რომელსაც მერე ჩახოცავდნენ", — განაცხადა გოგაშვილმა "იმედთან" ინტერვიუში.

ახმედ ჩატაევი 2012 წლის 28 აგვისტოს, ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დააკავეს. ჩატაევს ასაფეთქებელი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება ედებოდა ბრალად, რაც სასჯელის სახით 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

თუმცა, ხელისუფლების ცვლილებიდან ორ თვეში, 2012 წლის 6 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნით, ახმედ ჩატაევი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 2013 წლის 18 იანვარს კი "დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო" მთავარმა პროკურატურამ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. ჩატაევს გირაოს სახით გადახდილი 5 000 ლარიც უკან დაუბრუნდა. 2013 წლის ბოლოს მან ქვეყანა დატოვა, ორ წელიწადში კი, ცნობილი გახდა, რომ ჩატაევი ISIS-ს შეუერთდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S