Accentnews.ge
კობახიძე: მინდა, რომ მაქსიმალურად ვესაუბროთ პარტნიორებს თემებთან დაკავშირებით, რომლებიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, პოლიტიკურ საკითხებს ჩვენი ქვეყნის გარშემო

კობახიძე: მინდა, რომ მაქსიმალურად ვესაუბროთ პარტნიორებს თემებთან დაკავშირებით, რომლებიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, პოლიტიკურ საკითხებს ჩვენი ქვეყნის გარშემო

24/09/2024 17:09:10 პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ ნიუ-იორკში ქართველ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ორმხრივი შეხვედრებიც. თუმცა არ დაუზუსტებია, ვის შეხვდება. არ არის მოლოდინი, რომ აშშ-სთან უკიდურესად დაძაბული ურთიერთობების ფონზე გაიმართება ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა. ეს მოლოდინი ფაქტობრივად დაადასტურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმაც.

კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ისაუბრებს, მათ შორის, ქვეყნის გარშემო არსებულ პოლიტიკურ საკითხებზე.

„დღეს გვქონდა უკვე „მომავლის სამიტის“ ფარგლებში გამოსვლა და ასევე, ამ ვიზიტს გამოვიყენებთ ორმხრივი შეხვედრებისთვის. მინდა, რომ მაქსიმალურად ვესაუბროთ ჩვენს პარტნიორებს იმ თემებთან დაკავშირებით, რომლებიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, პოლიტიკურ საკითხებს ჩვენი ქვეყნის გარშემო. ეს ფორმა იქნება მაქსიმალურად ამ ყველაფრისთვის გამოყენებული“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ვიზიტის ფარგლებში კობახიძე ჯერ მხოლოდ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S