ზურაბ ადეიშვილი გაეროში სხდომებს ესწრება
25/09/2024 14:25:42 პოლიტიკა
საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში გამართულ სხდომებს ესწრება.
იგი უკრაინის პრეზიდენტის დელეგაციაშია.
მიმდინარე წელს საქართველოს პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით ჰოლანდიას, გერმანიასა და ბელგიას მიმართა, სადაც იგი უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში დააფიქსირეს.
ზურაბ ადეიშვილი საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზეა მსჯავრდადებული. იგი "ინტერპოლმა" წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნილთა სიიდან 2015 წელს ამოიღო. ადეიშვილს 2021 წელს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა.


