პროკურატურამ ადეიშვილის დაკავებისა და ექსტრადირების მიზნით ჰოლანდიასაც მიმართა

02-04-2024 18:21:45 სამართალი

საქართველოს პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით ჰოლანდიას მიმართა, სადაც ის უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში დააფიქსირეს.

"საქართველოს პროკურატურა, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას ახორციელებს საქართველოში დანაშაულის ჩამდენი პირების ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად, მიუხედავად მათი ადგილსამყოფლისა.

აღნიშნულ შემთხვევაშიც, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, პროკურატურამ მიმართა ჰოლანდიის კომპეტენტურ უწყებებს ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით", - აცხადებენ პროკურატურაში.

მანამდე, პროკურატურამ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით გერმანიასა და ბელგიას მიმართა.

ზურაბ ადეიშვილი საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზეა მსჯავრდადებული. ის ინტერპოლმა წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნილთა სიიდან 2015 წელს ამოიღო. ადეიშვილს 2021 წელს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები