Accentnews.ge
კობახიძე: დღეს გარე ჩარევა ქართულ არჩევნებში განსაკუთრებულად ინტენსიურია

კობახიძე: დღეს გარე ჩარევა ქართულ არჩევნებში განსაკუთრებულად ინტენსიურია

27/09/2024 07:09:16 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ დღეს გარე ჩარევა ქართულ არჩევნებში "განსაკუთრებულად ინტენსიურია". მანამდე მან აშშ დაადანაშაულა "ჩარევაში", ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დასავლეთის მხრიდან „ქართული ოცნების“ კრიტიკას არჩევნებში ჩარევად შეაფასა.

იმავდროულად, კობახიძემ გაიმეორა, რომ რუსეთს "ასეთი რესურსები და გავლენა საქართველოში არ აქვს“.

„ასეთი ჩარევები ადრეც ყოფილა. უბრალოდ, დღეს გარე ჩარევა ქართულ არჩევნებში არის განსაკუთრებულად ინტენსიური, რაც სამწუხაროა, მაგრამ ვერც ადრე ვერ ახერხებდა ვერავინ, საქართველოში ხალხის ნების სხვანაირად ფორმირებას, ვიდრე ეს ხალხს ჩამოყალიბებული ჰქონდა. აქედან გამომდინარე, ამ გარე ჩარევებს ვერც ახლა ვერანაირი ეფექტი ვერ ექნება.

რუსეთს ასეთი რესურსები და გავლენა საქართველოში არ აქვს“, - განაცხადა კობახიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S