Accentnews.ge
ადვოკატი: "გვაქვს ეჭვი, რომ თადუმაძეს მისცეს დავალება, უგულავას აღუკვეთონ თავისუფლება"

ადვოკატი: "გვაქვს ეჭვი, რომ თადუმაძეს მისცეს დავალება, უგულავას აღუკვეთონ თავისუფლება"

03/02/2020 11:51:27 სამართალი

"ევროპული საქართველოს" ერთ–ერთი ლიდერის გიგი უგულავას ადვოკატის განცხადებით, 10 თებერვალს უზენაესი სასამართლო უგულავას საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

ბექა ბასილაიას თქმით, მათ აქვთ ეჭვი, რომ უზენაეს სასამართლოში დანიშნულმა შალვა თადუმაძემ მიიღო პოლიტიკური დავალება და ის უგულავასთვის თავისუფლების აღკვეთის გადაწყვეტილებას მიიღებს.

"ეს არის საქმე, რომელიც პირველი ინსტაციის და სააპელაციო ინსტაციის სასამართლოში დასრულდა. გიგი უგულავას სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად. ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ თადუმაძეს მისცეს დავალება გიგი უგულავას აღუკვეთონ თავისუფლება",- განაცხადა ბექა ბასილაიამ.

უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო საქმე, რომლის მიხედვითაც გიგი უგულავას დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად. საქმე, რომელზეც ორმა ინსტანციამ უკვე იმსჯელა, ამჯერად გენერალური პროკურორობიდან უზენაეს სასამართლოში წასულ შალვა თადუმაძეს და მის კოლეგიას დაეწერა. საქმეზე ზეპირი მოსმენა 10 თებერვალს ჩაინიშნა, რომელსაც არც გიგი უგულავა და არც მისი ადვოკატი არ დაესწრებიან.

უგულავას თქმით, საუბარია, სავარაუდოდ, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების დასაქმებაზე.

“მედავებიან მხოლოდ იმას, რომ დავასაქმე ადამიანები, რომლებიც სავარაუდოდ, მაშინდელი მმართველი პარტიის წარმომადგენლები იყვნენ. რეჟიმის დაისის ნიშანია, როდესაც სასამართლო პოლიტიკური საქმეებითაა გავსებული. ციხე პრობლემა არასავისთვის არ არის. ბატონო ბიძინა, მინდა შეგახსენოთ, რომ რაც უფრო მეტ პოლიტიკოსს დაიჭერთ, ოპოზიცია კიდევ უფრო მეტად კონსოლიდირდება. ეს კონსოლიდირებული ოპოზიცია 2020 წლის არჩევნებზე დაგამარცხებთ”, – აცხადებს უგულავა.

2018 წლის თებერვალში თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონის გაფლანგვის საქმეზე თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას 1 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა ეს სასჯელი სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S