Accentnews.ge
სალომე ზურაბიშვილი გერმანელ კოლეგას შეხვდება

სალომე ზურაბიშვილი გერმანელ კოლეგას შეხვდება

27/09/2024 13:30:41 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი იტყობინება.

ელჩის ცნობით, შეხვედრა 30 სექტემბერს შედგება.

ასევე ცნობილია, რომ 10 ოქტომბერს გერმანიის ბუნდესტაგში საქართველოს საკითხზე განხილვა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია გერმანიის საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.

როგორც დაანონსებულია, განხილვის თემა საქართველოს ევროპული მომავალია.

მანამდე გერმანიიდან საქართველოს მაღალი დონის - მრავალპარტიული დელეგაცია სტუმრობდა. დეპუტატებს აღმასრულებელი ხელისუფლებიდან არავინ შეხვდა, ხოლო პარლამენტიდან - მხოლოდ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.

"ჩვენ არ გვქონდა ხელისუფლებასთან შეხვედრის შესაძლებლობა, რადგან მათ უარი თქვეს ჩვენს მიღებაზე. ეს იყო ჩვენთვის რაღაც ახალი, რომ არ გვქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდით საქართველოს ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს, ვართ რა მაღალი თანამდებობის პირების დელეგაცია. თქვენ იცით, რომ ჩვენ პარლამენტარები ვართ და გერმანიაში პარლამენტარებს აქვთ ძლიერი გავლენა. შესაბამისად, ეს ჩვენთვის მართაც რაღაც ახალი იყო, რომ შესაძლებელი არ გახდა - ჯერ მოთხოვნილი იყო უმაღლესი დონის შეხვედრა, შემდეგ მეორე დონეზე, მესამე დონეზე და არავის ჰქონდა დრო ჩვენთვის”, - თქვა დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა ულრიხ ლეხტემ (Ulrich Lechte, თავისუფალი დემოკრატიული პარტია/FDP).

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S