საქართველოს შესახებ ბუნდესტაგში იმსჯელებენ
27/09/2024 12:31:13 პოლიტიკა
10 ოქტომბერს გერმანიის ბუნდესტაგში საქართველოს საკითხზე განხილვა გაიმართება. აღნიშნული გერმანიის საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ დღის წესრიგშია მითითებული.
ირკვევა, რომ განხილვა სამთავრობო ფრაქციების მიერაა ინიცირებული და 16:10 საათზე უნდა გაიმართოს.
როგორც დაანონსებულია, განხილვის თემა საქართველოს ევროპული მომავალია.
მანამდე გერმანიიდან საქართველოს მაღალი დონის - მრავალპარტიული დელეგაცია სტუმრობდა. დეპუტატებს აღმასრულებელი ხელისუფლებიდან არავინ შეხვდა, ხოლო პარლამენტიდან - მხოლოდ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.
"ჩვენ არ გვქონდა ხელისუფლებასთან შეხვედრის შესაძლებლობა, რადგან მათ უარი თქვეს ჩვენს მიღებაზე. ეს იყო ჩვენთვის რაღაც ახალი, რომ არ გვქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდით საქართველოს ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს, ვართ რა მაღალი თანამდებობის პირების დელეგაცია. თქვენ იცით, რომ ჩვენ პარლამენტარები ვართ და გერმანიაში პარლამენტარებს აქვთ ძლიერი გავლენა. შესაბამისად, ეს ჩვენთვის მართაც რაღაც ახალი იყო, რომ შესაძლებელი არ გახდა - ჯერ მოთხოვნილი იყო უმაღლესი დონის შეხვედრა, შემდეგ მეორე დონეზე, მესამე დონეზე და არავის ჰქონდა დრო ჩვენთვის”, - თქვა დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა ულრიხ ლეხტემ (Ulrich Lechte, თავისუფალი დემოკრატიული პარტია/FDP).
ცქიტიშვილი: საქართველო პრაქტიკულად უარს ამბობს გერმანიასთან თანამშრომლობაზე


