სომხეთში საქართველოს ელჩის ავტომობილის ძარცვაში ეჭვმიტანილი დააკავეს
04/02/2020 08:17:56 სამართალი
სომხეთის პოლიციამ საქართველოს ელჩის ავტომობილის ძარცვაში ეჭვმიტანილი დააკავა.
როგორც სომხური მედია იუწყება, დაკავებული 22 წლის მამაკაცია.
ცნობისთვის: საქართველოს საელჩოზე რეგისტრირებულ მანქანას ერევანში, თუმანიანის ქუჩაზე სარკეები გასულ თვეში მოპარეს. „მერსედესის“ მარკის მანქანა საქართველოს ელჩს ემსახურება.


