ირანმა აშშ–ის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებულ პირს სიკვდილი მიუსაჯა
04/02/2020 10:08:54 მსოფლიო
ირანმა აშშ–ის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებულ პირს სიკვდილი მიუსაჯა.
„ამირ რაჰიმპოური აშშ–ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ირანის ბირთვულ შეიარაღებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას აწვდიდა. დღეს უზენაესმა სასამართლომ წინა სასამართლო ინსტანციების მიერ მისთვის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. რაჰიმპოურის სიკვდილით უახლოეს მომავალში დავსჯით“, – განაცხადა იუსტიციის უწყების პრეს–სპიკერმა გოლამჰოსეინ ესმაილიმ.


