Accentnews.ge
თამარ კორძაია: რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებამ დაადასტურა, რომ ქვეყანას კანონი კი არა, ივანიშვილი მართავს

თამარ კორძაია: რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებამ დაადასტურა, რომ ქვეყანას კანონი კი არა, ივანიშვილი მართავს

02/10/2024 14:16:42 პოლიტიკა

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის თამარ კორძაიას აზრით, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ის ბიძინა ივანიშვილის დავალებების შემსრულებელია.

„თუ მიაჩნდა, რომ კანონს სწორად განმარტავდა, სწორად ასრულებდა მოვალეობას, მაშინ რას ნიშნავს მოლაპარაკებებით კანონის აღსრულებაზე უარის თქმა? ერთი რამ ცხადია - რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებამ დაადასტურა, რომ ამ ქვეყანას კანონი და კონსტიტუცია კი არ მართავს, მართავს ბიძინა ივანიშვილი“, - თქვა თამარ კორძაიამ.

2 ოქტომბერს, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა გააუქმა 24 სექტემბერს მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაციები „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და „აირჩიე ევროპა“ „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე" სუბიექტებად მიიჩნია. 24 ოქტომბერს, ამ გადაწყვეტილების შემდეგ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ თქვეს, რომ ვეღარ დააკვირდებოდნენ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს.

1 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საჯაროდ მიმართა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს. იგი მიზანშეწონილად მიიჩნევდა, რომ „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის“ სტატუსი მოხსნოდათ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსა“ და სხვა ორგანიზაციებს.

ამავე თემაზე: ჯეჯელავა - ჩვენ წარმოვაჩინეთ რეალურად რა მდგომარეობაშია ქართული სახელმწიფო!

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S