Accentnews.ge
ტაილანდელმა ექიმებმა კორონავირუსის საწინააღმდეგოდ იმუნოდეფიციტთან მებრძოლი პრეპარატის შემცველი კოქტეილი გამოსცადეს

ტაილანდელმა ექიმებმა კორონავირუსის საწინააღმდეგოდ იმუნოდეფიციტთან მებრძოლი პრეპარატის შემცველი კოქტეილი გამოსცადეს

04/02/2020 11:00:08 მსოფლიო

ტაილანდელმა ექიმებმა კორონავირუსის საწინააღმდეგოდ იმუნოდეფიციტთან მებრძოლი პრეპარატის შემცველი კოქტეილი გამოსცადეს.

როგორც CNN იუწყება, მედიკოსებმა პაციენტის სამკურნალოდ იმუნოდეფიციტთან მებრძოლი და გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატების კოქტეილი გამოიყენეს. მისით 71 წლის ქალს უმკურნალეს და როგორც ექიმები აცხადებენ, მძიმე პაციენტის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.

ამჟამად ტაილანდში იგივე სამედიცინო კოქტეილს მორიგ პაციენტზე ცდიან.

ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 425-ს მიაღწია, ინფიცირებულია 20 000–ზე მეტი ადამიანი. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს. ჩინეთის ჰუბეის პროვინციიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება. კორონავირუსის საფრთხის გამო ჩინეთიდან საქართველოს 3 მოქალაქე - თურქეთში, ხოლო 2 საფრანგეთშია ევაკუირებული. არსებული ინფორმაციით, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.

თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ ჩინეთიდან დაბრუნებული 4 მოქალაქე იმყოფება. კლინიკიდან სავარაუდოდ, გაეწერება ის ორი პაციენტი, რომელთაც ნიდერლანდებიდან მიღებული პასუხის თანახმად, კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ. რაც შეეხება დანარჩენ ორ პაციენტს, მათი ანალიზები თბილისის ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში გაიგზავნება, რომელსაც დღეიდან კორონავირუსის შტამის გამოსავლენი ტესტი ადგილზე ექნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S