Accentnews.ge
ჩინეთის ჯანდაცვის ადმინისტრაცია: კორონავირუსით გარდაცვლილთა 2/3 მამაკაცია

ჩინეთის ჯანდაცვის ადმინისტრაცია: კორონავირუსით გარდაცვლილთა 2/3 მამაკაცია

04/02/2020 11:25:42 მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა 2/3 მამაკაცია. ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო ჯანდაცვის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

„ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ჩინეთში კორანავირუსით 425 ადამიანი გარდაიცვალა. მათი 97% ჰუბეის პროვინციის მკვიდრია. გარდაცვლილთა 80% 60 წელს იყო გადაცილებული. ამასთან, მათი 2/3 მამაკაცია. ინფიცირებულია 20 438 ადამიანი“, – განაცხადა ჯიაო იაჰუიმ.

ამასთან, მისივე თქმით, საავადმყოფოებში პაციენტებისთვის საკმარისი საწოლები არ არის.

ცნობისთვის: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს. ჩინეთის ჰუბეის პროვინციიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება. კორონავირუსის საფრთხის გამო ჩინეთიდან საქართველოს 3 მოქალაქე - თურქეთში, ხოლო 2 საფრანგეთშია ევაკუირებული. არსებული ინფორმაციით, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.

თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ ჩინეთიდან დაბრუნებული 4 მოქალაქე იმყოფება. კლინიკიდან სავარაუდოდ, გაეწერება ის ორი პაციენტი, რომელთაც ნიდერლანდებიდან მიღებული პასუხის თანახმად, კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ. რაც შეეხება დანარჩენ ორ პაციენტს, მათი ანალიზები თბილისის ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში გაიგზავნება, რომელსაც დღეიდან კორონავირუსის შტამის გამოსავლენი ტესტი აქვს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S