Accentnews.ge
„თურქეთი სირიის სამთავრობო ძალებს იდლიბში დაწინაურების ნებას არ მისცემს“

„თურქეთი სირიის სამთავრობო ძალებს იდლიბში დაწინაურების ნებას არ მისცემს“

04/02/2020 14:35:40 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ანკარა სირიის სამთავრობო ძალებს იდლიბის პროვინციაში დაწინაურების ნებას არ მისცემს.

ამასთან, ერდოღანის თქმით, იგი „ამ ეტაპზე სირიის საკითხთან დაკავშირებით რუსეთთან დაპირისპირების წინაპირობებს ვერ ხედავს“.

„მოსკოვმა და ანკარამ სირიის საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან, ყოველგვარი სიბრაზის გარეშე უნდა განიხილონ“, – დასძინა მან.

ცნობისთვის: თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 2 თებერვალს იდლიბის პროვინციაში სირიის სამთავრობო ძალებმა თურქი სამხედროების პოზიციები დაბომბეს. მომხდარს 4 თურქი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა, კიდევ 9 დაშავდა. 3 თებერვალს თურქეთის საპასუხო დარტყმებს, როგორც ანკარა ირწმუნება, 35 –მდე სირიელი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S