კახა კალაძე: "ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს პრემიერობის კანდიდატის წარდგენას?! კონსტიტუციის კიდევ ერთი დარღვევა რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს!"
06/10/2024 11:26:59 პოლიტიკა
მმართველი პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშილს "რადიკალად" მოიხსენიებს და "კონსტიტუციის მორიგი დარღვევისთვის" მის დასჯას მოითხოვს.
ასე გამოეხმაურა კალაძე პრეზიდენტის 5 ოქტომბრის განცხადებას იმის შესახებ, რომ მას კოალიციური მთავრობის დაკომპლექტების შემთხვევისთვის პრემიერობის კანდიდატი უკვე შერჩეული ჰყავს.
"ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს პრემიერობის კანდიდატის წარდგენას?! წარმოუდგენელი რაღაცები ხდება, აბსურდის თეატრია, სადაც ყველა რადიკალს თავისი როლი აქვს. ვინც უნდა, ის წარმოადგინოს - ეს კონსტიტუციის კიდევ ერთი დარღვევაა, რაც რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს", - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს მმართველი პარტიის გენმდივანმა.


