Accentnews.ge
კორონავირუსის გამო კარანტინს კიდევ ერთი საკრუიზო გემი დაუქვემდებარეს

კორონავირუსის გამო კარანტინს კიდევ ერთი საკრუიზო გემი დაუქვემდებარეს

05/02/2020 09:06:22 მსოფლიო

კორონავირუსის გამო კარანტინს კიდევ ერთი საკრუიზო გემი დაუქვემდებარეს. იგი ჰონ კონგშია გაჩერებული. ბორტზე 1800 ადამიანი იმყოფება, რომელთაგან სამს კორონავირუსი აღმოაჩნდა. გემზე სამედიცინო პერსონალი გამოკვლევების ჩატარებას განაგრძობს.

მანამდე ხომალდი „ბრილიანტის პრინცესა“, რომლის ბორტზე 3700 ადამიანი იმყოფება, ტოკიოს სამხრეთით გააჩერეს. ამ დროისთვის კორონავირუსი 10 მგზავრს დაუდასტურდა. როგორც მედიკოსები აცხადებენ, მგზავრებს კარანტინში ყოფნა მინიმუმ, 14 დღის განმავლობაში მოუწევთ.

ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 490-ს მიაღწია, ინფიცირებულია 24 000–ზე მეტი ადამიანი. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს. ჩინეთის ჰუბეის პროვინციიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება. კორონავირუსის საფრთხის გამო ჩინეთიდან საქართველოს 3 მოქალაქე - თურქეთში, ხოლო 2 საფრანგეთშია ევაკუირებული. არსებული ინფორმაციით, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.

თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ ჩინეთიდან დაბრუნებული 4 მოქალაქე იმყოფება. კლინიკიდან სავარაუდოდ, გაეწერება ის ორი პაციენტი, რომელთაც ნიდერლანდებიდან მიღებული პასუხის თანახმად, კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ. რაც შეეხება დანარჩენ ორ პაციენტს, მათი ანალიზები თბილისის ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში გაიგზავნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S