Accentnews.ge
რუსეთის ჯანდაცვის მინისტრი: „კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას, სულ მცირე, 8–10 თვე დასჭირდება“

რუსეთის ჯანდაცვის მინისტრი: „კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას, სულ მცირე, 8–10 თვე დასჭირდება“

05/02/2020 11:59:32 მსოფლიო

რუსეთის ჯანდაცვის მინისტრ მიხაილ მურაშკოს განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას თვეები დასჭირდება.

„ვაქცინის შექმნას, სულ მცირე, 8–10 თვე დასჭირდება“, – განაცხადა მურაშკომ.

ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 490-ს მიაღწია, ინფიცირებულია 24 000–ზე მეტი ადამიანი. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს. ჩინეთის ჰუბეის პროვინციიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება. კორონავირუსის საფრთხის გამო ჩინეთიდან საქართველოს 3 მოქალაქე - თურქეთში, ხოლო 2 საფრანგეთშია ევაკუირებული. არსებული ინფორმაციით, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.

თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ ჩინეთიდან დაბრუნებული 4 მოქალაქე იმყოფება. კლინიკიდან სავარაუდოდ, გაეწერება ის ორი პაციენტი, რომელთაც ნიდერლანდებიდან მიღებული პასუხის თანახმად, კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ. რაც შეეხება დანარჩენ ორ პაციენტს, მათი ანალიზები თბილისის ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში გაიგზავნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S