Accentnews.ge
პაპუაშვილი – ჟურნალისტს, რომელიც დაინტერესდა, თეორიულად განიხილავს თუ არა "ოცნება" ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებას: "ხომ უნდა იფიქროთ გონივრულობის ფარგლებში?"

პაპუაშვილი – ჟურნალისტს, რომელიც დაინტერესდა, თეორიულად განიხილავს თუ არა "ოცნება" ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებას: "ხომ უნდა იფიქროთ გონივრულობის ფარგლებში?"

09/10/2024 07:48:36 პოლიტიკა

"ხომ უნდა იფიქროთ გონივრულობის ფარგლებში?", – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტს, რომელიც დაინტერესდა, "თეორიულად განიხილავს თუ არა "ქართული ოცნება" ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებას.

კერძოდ, კითხვაზე, "თუ ისე მოხდა, რომ ოპოზიციაში გადასვლა მოგიწიათ, ხელისუფლებას აქვს თუ არა გეგმა, რომ ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბაროს?", პაპუაშვილმა შემდეგი განაცხადა:

"ხომ არსებობს გონივრულობის რაღაც ზღვარი და ჩარჩოები. თქვენ უშვებთ იმას, რომ პარტიამ "ჩვენ" გაიმარჯვოს და რა უნდა გავაკეთოთ თუ ეს პარტია გაიმარჯვებს, [თქვენ უშვებთ იმას, რომ ] შეიძლება ასეთ საკითხებზე ვიფიქროთ, რაც არის გონივრულობის მიღმა"

დამატებით კითხვაზე, "თეორიულად განიხილავთ თუ არა ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბაროთ?", მან განაცხადა, რომ "რაც გონივრულობის ფარგლებს მიღმაა, იმას ჰქვია სპეკულაცია".

"ხომ უნდა იფიქროთ გონივრულობის ფარგლებში? გონივრულობის ფარგლებს მიღმაა, რომ დავუშვათ, ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ამბობენ, რომ ქართველ ხალხს კი არ მოემსახურებიან, არამედ უცხო ძალებს მოემსახურებიან, ისინი მოვლენ ხელისუფლებაში. [...] გონივრულობაზეა საუბარი, ჩვენ ვხედავთ, კვლევები რა არის, ხალხის განწყობა რა არის – გონივრულობის ფარგლები ზუსტად ეს არის და რაც არაგონივრული და გონივრულობის ფარგლებს მიღმაა, იმას ჰქვია სპეკულაცია და სპეკულაციაზე მსჯელობა რთულია", – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის: ევროპარლამენტი აქვეყნებს რეზოლუციის პროექტს სახელწოდებით "საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხეების შესახებ". თავდაპირველად პარლამენტში მომზადებული იყო 7 სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის პროექტი, საბოლოოდ კი ერთობლივი პროექტი შეთანხმდა. ევროპარლამენტი 9 ოქტომბერს კენჭს უყრის რეზოლუციას. კენჭისყრაზე შესაძლოა, ტექსტში შესწორებები შევიდეს.

დოკუმენტის თანხმად, ევროპარლამენტარები ევროკავშირს, მათ შორის საქართველოს მთავრობისთვის დახმარების გაყინვისკენ, მმართველი პარტია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისკენ და ექს–პრეზიდნტ მიხეილ სააკაშვილის გთავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

როგორც რეზოლუციის პროექტშია აღნიშნული, "ევროპარლამენტი მოელის, რომ "ქართული ოცნება" მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე პატივს სცემს ქართველი ხალხის ნებას და თავისუფალ არჩევანს და უზრუნველყოფს ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემას".

ამავე თემაზე: ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი: "მოველით, რომ "ოცნება" უზრუნველყოფს ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემას"

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S