თურქეთში განმეორებით ზვავს მაშველებიც ემსხვერპლნენ
05/02/2020 12:49:42 მსოფლიო
თურქეთში, ვანის რეგიონში განმეორებით ზვავს ამჯერად მაშველებიც შეეწირნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, სულ დაღუპულია 38 ადამიანი, ათობით მოქალაქე ამ დრომდე თოვლქვეშ რჩება.
ამავე ტერიტორიაზე პირველი ზვავის დროს 5 ადამიანი დაიღუპა. მაშველებმა 30 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. ისინი ახლომდებარე სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყავანეს. სამძებრო სამუშაოებში 300–მდე მაშველი მონაწილეობს.


