Accentnews.ge
კორონავირუსთან დაკავშირებით ჰონ კონგში 4 600 მედიკოსი გაიფიცა

კორონავირუსთან დაკავშირებით ჰონ კონგში 4 600 მედიკოსი გაიფიცა

05/02/2020 13:23:07 მსოფლიო

კორონავირუსთან დაკავშირებით ​ჰონ კონგში 4 600–მა მედიკოსმა პროფესიული საქმიანობის შესრულებაზე უარი განაცხადა. ისინი ხელისუფლებას კორანავირუსთან არასათანადო ბრძოლაში ადანაშაულებენ და საზღვრის ჩაკეტვას მოითხოვენ.

საავადმყოფოების გაერთიანების ხელმძვანელ იან ჩეუნგის განცხადებით, ამ დროისთვის გაფიცულია 300 ექიმი და 2700 მედდა.

„მივმართავ გაფიცულ მედიკოსებს, დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს. თქვენი არყოფნის გამო კლინიკებში დარჩენილ თქვენს კოლეგებს გაათმაგებული შრომა უწევთ. თუ ჩვენ ასეთ მძიმე ვითარებაში არ გავერთიანდით, ძალიან გაგვიჭირდება ამ ეპიდემიისგან მოქალაქეების დაცვა“, – განაცხადა ჩეუნგმა.

ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 490-ს მიაღწია, ინფიცირებულია 24 000–ზე მეტი ადამიანი. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს. ჩინეთის ჰუბეის პროვინციიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება. კორონავირუსის საფრთხის გამო ჩინეთიდან საქართველოს 3 მოქალაქე - თურქეთში, ხოლო 2 საფრანგეთშია ევაკუირებული. არსებული ინფორმაციით, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.

თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ ჩინეთიდან დაბრუნებული 4 მოქალაქე იმყოფება. კლინიკიდან სავარაუდოდ, გაეწერება ის ორი პაციენტი, რომელთაც ნიდერლანდებიდან მიღებული პასუხის თანახმად, კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ. რაც შეეხება დანარჩენ ორ პაციენტს, მათი ანალიზები თბილისის ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში გაიგზავნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S