თურქმენეთში 40 წელს გადაცილებულ ჩინოსნებს პრეზიდენტის მსგავსად გაჭაღარავება მოსთხოვეს
05/02/2020 14:17:44 მსოფლიო
თურქმენეთში 40 წელს გადაცილებულ მამაკაც ჩინოსნებს პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუჰამედოვის მსგავსად ჭაღარა თმის ტარება მოსთხოვეს. ეს მოთხოვნა ძალაში 1 თებერვლიდან შევიდა.
ამიერიდან მითითებული ასაკის ყველა ჩინოსანს, ასევე სკოლების, საავადმყოფოებისა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების პერსონალს ჭაღარა თმის შეღებვა აეკრძალა. ხოლო ვისაც ჭაღარა ჯერ არ აქვს, საღებავით თავი ხელოვნურად უნდა გაიჭაღარავონ.
ცნობისთვის: 2019 წლის იანვარში თურქმენეთში სახელმწიფო დაწესებულებებს, მათ შორის სკოლებს ბერდიმუჰამედოვის ახალი პორტრეტების შესყიდვა დაევალათ, რომელზეც იგი უკვე ჭაღარაა გამოსახული. მანამდე პრეზიდენტი შავ თმას ატარებდა, თუმცა 2007 წლამდე - თანამდებობის დაკავებამდე უკვე ჭაღარა იყო.


