Accentnews.ge
მარტყოფის მონასტრის კელიაში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

მარტყოფის მონასტრის კელიაში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

05/02/2020 14:24:57 სამართალი

მარტყოფის მონასტრის კელიაში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. იგი ყელის არეში მიყენებული ჭრილობისგან გარდაიცვალა. ცნობილია ასევე, რომ მოკლული და მკვლელობაში ეჭვმიტანილი გარკვეული პერიოდი მონასტერში ცხოვრობდნენ და ბერებს სამეურნეო საქმეებში ეხმარებოდნენ.

საპატრიარქოს პრეს-მდივნის, მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მკვლელობა ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანმა ჩაიდინა:

"როგორც ეპარქიიდან შეგვატყობინეს, მარტყოფის ღვთაების მონასტერში მოხდა მკვლელობა. მონასტერს შეფარებული ჰყავს უსახლკაროები და სხვადასხვა სოციალური თუ სამედიცინო პრობლემების მქონე ადამიანები. როგორც აგვიხსნეს, ერთ-ერთმა ფსიქიკურად დაავადებულმა მოკლა მეორე და გაიქცა მონასტრიდან".

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სამართალდამცველებს ამ დროისთვის დაკავებული არავინ ჰყავთ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S