თურქეთში ავიაკატასტროფა მოხდა (VIDEO)
05/02/2020 15:54:12 მსოფლიო
სტამბოლის საბიჰი გიოქჩენის აეროპორტში ცოტა ხნის წინ ინციდენტი მოხდა. სააგენტო „ფრანს–პრესის“ ცნობით, დაშვების შემდეგ ავიაკომპანია "პეგასუსის" კუთვნილმა თვითმფრინავმა, რომელიც რეისს იზმირი-სტამბოლი ასრულებდა, ასაფრენი ზოლის ფარგლები გადაკვეთა და ორ ნაწილად დაიშალა.
"ბორტზე 177 ადამიანი იმყოფებოდა. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ავიაკატასტროფა ლაინერის უხეშმა დაშვებამ გამოიწვია", – აცხადებენ თურქეთის ტრანსპორტის სამინისტროში.
უწყების ცნობით, დაშავებულია, სულ მცირე, 52 ადამიანი.


