სტამბოლის აეროპორტში ავიკატასტროფას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 179 დაშავდა
06/02/2020 06:01:35 მსოფლიო
სტამბოლის საბიჰი გიოქჩენის აეროპორტში მომხდარი ავიკატასტროფის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 179 დაშავდა. თურქული მედიის ცნობით, რიგი დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ცნობისთვის: ინციდენტი გუშინ მოხდა. დაშვების შემდეგ ავიაკომპანია "პეგასუსის" კუთვნილმა თვითმფრინავმა, რომელიც რეისს იზმირი-სტამბოლი ასრულებდა, ასაფრენი ზოლის ფარგლები გადაკვეთა და სამ ნაწილად დაიშალა. ბორტზე სულ 183 ადამიანი იმყოფებოდა.


