Accentnews.ge
გარდაბანში ცოლ-ქმრის მკვლელობის ფაქტზე მათივე ნათესავი დააკავეს

გარდაბანში ცოლ-ქმრის მკვლელობის ფაქტზე მათივე ნათესავი დააკავეს

06/02/2020 06:07:33 სამართალი

გარდაბანში ცოლ-ქმრის მკვლელობის ფაქტზე ნათესავი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 1984 წელს დაბადებული გ.ი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გასული წლის ივნისის თვეში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მასთან ნათესაურ კავშირში მყოფ ცოლ-ქმარს - 1942 წელს დაბადებულ შ.მ. -სა და 1935 წელს დაბადებულ ი.მ.-ს მათსავე საცხოვრებელ სახლში ბლაგვი საგნით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც დაზარალებულების კუთვნილ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ცოლ-ქმარი მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S