ჩინეთში კორონავირუსი ახალშობილს დაუდასტურდა
06/02/2020 06:28:01 მსოფლიო
ჩინეთში კორონავირუსი ახალშობილს დაუდასტურდა. მედიკოსების განცხადებით, ბავშვის დედა ასევე იყო ინფიცირებული. ამდენად, გაჩნდა ვარაუდი, რომ ვირუსი ფეხმძიმობისას ნაყოფს გადაეცემა.
ახალშობილი ქალაქ უხანში დაიბადა. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ–ჯერობით სტაბილურია.
ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 563-ს მიაღწია, ინფიცირებულია 28 000–ზე მეტი ადამიანი. ჩინეთის გარდა, 27 სხვა ქვეყანაში ვირუსის 200-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს. ჩინეთის ჰუბეის პროვინციიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება. კორონავირუსის საფრთხის გამო ჩინეთიდან საქართველოს 3 მოქალაქე - თურქეთში, ხოლო 2 საფრანგეთშია ევაკუირებული. არსებული ინფორმაციით, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.
თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ ჩინეთიდან დაბრუნებული 4 მოქალაქე იმყოფება. 2 მათგანს ნიდერლანდებიდან მიღებული პასუხის თანახმად, კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ. რაც შეეხება დანარჩენ ორ პაციენტს, მათი ანალიზები თბილისის ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში გაიგზავნება.


