Accentnews.ge
103 წლის ასაკში გარდაიცვალა კირკ დუგლასი

103 წლის ასაკში გარდაიცვალა კირკ დუგლასი

06/02/2020 06:59:47 მსოფლიო

აშშ–ში 103 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი მსახიობი კირკ დუგლასი. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ოჯახმა გაავრცელა.

„მთელი მსოფლიოსთვის მამაჩემი ლეგენდა იყო, კინემატოგრაფის ოქროს ხანის მსახიობი, ჰუმანისტი, რომლის სწრაფვა სამართლიანობისკენ ყოველი ჩვენგანისთვის მაგალითს უნდა წარმოადგენდეს. კირკმა კარგი ცხოვრება განვლო და დაგვიტოვა ფილმები, რომელსაც ვერც მომავალი თაობები შეელევიან“, – წერს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გარდაცვლილის ვაჟი, ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი მაიკლ დუგლასი.

კირკ დუგლასს კინოკარიერის განმავლობაში 80–ზე მეტი როლი აქვს შესრულებული, მათ შორის – სტენლი კუბრიკის „სპარტაკში“. 2–ჯერ იყო ნომინირებული „ოსკარზე“, თუმცა ეს ჯილდო 1996 წელს მიიღი გამორჩეული კინოკარიერისთვის.

კირკ დუგლასი (ნამდვილი სახელი ისურ დანიელოვიჩი) 1916 წელს ნიუ–იორკში, ებრაელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა, კინოკარიერა კი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო.

1996 წელს კირკ დუგლასმა ინსულტი გადაიტანა, რომლის შედეგები საბოლოოდ ვერ დაძლია და მას შემდეგ არც ერთი როლი აღარ შეუსრულებია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S