კობახიძე: რა თქმა უნდა, ჩემთვის წარმოუდგენელია ამომრჩევლის გასამართლება
15/10/2024 14:14:38 პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეხმაურება „ნეიტრალური საქართველოს” ინიციატივას „კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველთა მხილებისა და გასამართლების” შესახებ.
კობახიძე ამბობს, რომ მსგავსი იდეის განხილვას „ქართული ოცნება” არ აპირებს.
„რაც შეეხება ამომრჩეველს, მე ვერ განვიხილავ ასეთ საკითხს. რა თქმა უნდა, ჩემთვის წარმოუდგენელია ამომრჩევლის გასამართლება. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ამომრჩეველს პასუხისმგებლობა ეკისრება საკუთარი არჩევანის გამო, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ვერ იქნება განხილული 10 ათასობით ადამიანის გასამართლების საკითხი. ჩვენ ამაზე ვერც ფიქრს ვერ დავიწყებთ და ეს იდეა ჩვენი მხრიდან ვერ იქნება აქტიურად განხილული”, – აღნიშნა მან.


