Accentnews.ge
თბილისში აკუმულატორების ქურდობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

თბილისში აკუმულატორების ქურდობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

06/02/2020 09:46:14 სამართალი

თბილისში აკუმულატორების ქურდობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულებმა ნაძალადევის რაიონში, ვასილ თამარაშვილისა და გულრიფშის ქუჩებზე, მოქალაქეების კუთვნილი ავტომობილებიდან აკუმულატორები მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

უწყების ცნობით, დაკავებულებმა კიდევ ორი ავტომანქანის გაქურდვა აღიარეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 4-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S