მოსკოვი: „იდლიბის თურქული ზონიდან დაბომბვას რუსი და თურქი სამხედრო ექსპერტები ემსხვერპლნენ“
06/02/2020 11:10:53 მსოფლიო
რუსეთის საგარეო სამქეთა სამინისტროს განცხადებით, სირიაში, თურქეთის პასუხისმგებლობის ზონიდან იდლიბის დაბომბვას რუსი და თურქი სამხედრო ექსპერტები ემსხვერპლნენ.
ოფიციალური მოსკოვი მსხვერპლთა ზუსტ რაოდენობას არ ასახელებს.
როგორ რუსეთის პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, სირიის საკითხთან დაკავშირებით რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა ჯერ–ჯერობით არ იგეგემება.
„ტერორისტული ჯგუფები აგრძელებენ აგრესიულ ქმედებებს იდლიბში თურქეთის კონტროლირებადი ზონიდან. მათი ქმედებები მიმართულია სირიის სამთავრობო ძალებისა და რუსი სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ“, – განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის: თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 2 თებერვალს იდლიბის პროვინციაში სირიის სამთავრობო ძალებმა თურქი სამხედროების პოზიციები დაბომბეს. მომხდარს 4 თურქი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა, კიდევ 9 დაშავდა. 3 თებერვალს თურქეთის საპასუხო დარტყმებს, როგორც ანკარა აცხადებს, 35-მდე სირიელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა არაერთხელ განაცხადა, რომ ანკარა სირიის სამთავრობო ძალებს იდლიბის პროვინციაში დაწინაურების ნებას არ მისცემს.


