Accentnews.ge
სტრასბურგმა საქართველოს სახელმწიფოს  მოქალაქის სიცოცხლის ხელყოფისთვის 25 000 ევროს გადახდა დააკისრა

სტრასბურგმა საქართველოს სახელმწიფოს  მოქალაქის სიცოცხლის ხელყოფისთვის 25 000 ევროს გადახდა დააკისრა

06/02/2020 11:50:03 სამართალი

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს მოქალაქის სიცოცხლის ხელყოფისთვის 25 000 ევროს გადახდა დააკისრა.

საქმე ეხება 2003 წლის ნოემბერში, “ვარდების რევოლუციის” პერიოდში თბილისში მომხდარ ავტოავარიას. 1949 წელს დაბადებული მარიამ საყვარელიძე დასთან, შვილთან და დისშვილთან ერთად ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მათ ავტომობილს სამხედრო ჯავშანმანქანა დაეჯახა. ავარიის შედეგად მარიამ საყვარელიძის შვილი და და დაიღუპნენ. თავად მომჩივანმა და მისმა დისშვილმა ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს.

როგორც ევროსასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, თბილისის პროკურატურამ, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა წლების განმავლობაში არაერთხელ დაიწყეს საქმის გამოძიება. თუმცა უკვე 2010 წელს პროკურატურამ განაცხადა, რომ შეუძლებელია იმის დადგენა, კონკრეტულად რა მოხდა ინციდენტისას. 2017 წლის მარტში კი საქმე ხანდაზმულობის გამო საერთოდ დაიხურა.

ბოლოს მარიამ საყვარელიძემ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვეცნიის მე-2 მუხლის (სიცოცხლის ფულება) დარღვევის დასადგენად. მან სარჩელში მიუთითა, რომ სახელმწიფო (საქართველო) იყო პასუხისმგებელი ავტოავარიაზე, რომელსაც მისი ოჯახის ორი წევრი ემსხვერპლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S