Accentnews.ge
„ევროპის საბჭო დეგრადირებს და მის რეზოლუციებს ჩვენთვის ქაღალდის ნაგლეჯის ფასი აქვს“

„ევროპის საბჭო დეგრადირებს და მის რეზოლუციებს ჩვენთვის ქაღალდის ნაგლეჯის ფასი აქვს“

06/02/2020 12:18:38 მსოფლიო

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, „ევროპის საბჭო დეგრადირებს და აზერბაიჯანი მისი მოთხოვნების შესრულებას არ აპირებს, ხოლო აზერბაიჯანის შესახებ მიღებულ ბოლო რეზოლუციას ბაქოსთვის იგივე ფასი აქვს, რაც ქაღალდის ნაგლეჯს“.

"ჩვენ არ ვიღებთ რეზოლუციაში გაცხადებულ არც ერთ გამოგონილ ბრალდებას და არ ვაპირებთ მათი არც ერთი „მოთხოვნის“ შესრულებას“, – განაცხადა პრეზიდენტმა ალიევმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავიშოღლუსთან შეხვედრაზე.

საუბარია იანვრის ბოლოს მიღებულ რეზოლუციაზე, რომელის თანახმად, აზერბაიჯანში პოლიტპატიმრების პრობლემა სისტემური ხასიათისაა და არაერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს. აზერბაიჯანული დელეგაცია ქვეყნაში პოლიტპატიმრების არსებობას კატეგორიულად უარყოფდა და ეწინააღმდეგებოდა, მას ამაში თურქეთისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლებმა დაუჭირეს მხარი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S