თბილისში ინდოეთის მოქალაქე მოკლეს
06/02/2020 12:54:27 სამართალი
თბილისში, ისანში ინდოეთის მოქალაქე მოკლეს.
შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული თავისუფლების 7-დან 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
არსებული ინფორმაციით, მოკლული და სავარაუდო დამნაშავე მეზობლები იყვნენ.


