Accentnews.ge
კრემლში ვიზიტორებს სიცხეს უზომავენ

კრემლში ვიზიტორებს სიცხეს უზომავენ

06/02/2020 13:11:57 მსოფლიო

კრემლის ვიზიტორებს, მათ შორის ჟურნალისტებს სიცხეს უზომავენ. ამის შესახებ ტეკლეკომპანია „დოჟდის“ ჟურნალისტმა ანტონ ჟელნოვმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.

მისივე ინფორმაციით, დღეს კრემლში ერთ-ერთ ღონისძიებაზე დასასწრებად მისულ ადამიანებს კართან სიცხე გაუზომეს.

მოგვიანებით პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პრეს–მდივანმა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ ამ ზომას კორონავირუსის საფრთხის გამო მიმართეს.

ცნობისთვის: გასული წლის ნოემბერში პრეზიდენტმა პუტინმა მთავრობის წევრებს გრიპის საწინაამდეგო აცრების სასწრაფოდ ჩატარება მოსთხოვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S