მორის მაჩალიკაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა
06/02/2020 13:58:07 სამართალი
20 ივნისის აქციის საქმეზე ბრალდებულ მორის მაჩალიკაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და პატიმრობიდან გათავისუფლდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მორის მაჩალიკაშვილს სასჯელის სახით 2 წლით პირობითი მსჯავრი განუსაზღვრა.
მორის მაჩალიკაშვილმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალს აღიარებს. „პარლამენტში შეჭრა არ მინდოდა, ამას არ ვაპირებდი. ბიძაჩემს ვიცავდი“, - განაცხადა მორის მაჩალიკაშვილმა.
20 ივნისის საქმეზე დაკავებულ მორის მაჩალიკაშვილს ბრალი ჯგუფურ მოქმედებში მონაწილეობაში ედება, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგეობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი თავისუფლების 4-დან 6 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.


