Accentnews.ge
კალაძე – „მგზავრებზე“: "ყოველ კვირას რუსეთში რომ დადიხარ და რუბლებს იღებ, რა ევროპაზე გველაპარაკებიან"

კალაძე – „მგზავრებზე“: "ყოველ კვირას რუსეთში რომ დადიხარ და რუბლებს იღებ, რა ევროპაზე გველაპარაკებიან"

18/10/2024 09:11:25 პოლიტიკა

თბილისის მერი კახი კალაძე ჯგუფ „მგზავრების“ განცხადებას მერიის ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარის შესახებ "ფარისევლურს" უწოდებს.

"საქართველოს მომავალი, რა თქმა უნდა, არის ევროპა. რაიმე წარმატებას თუ მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე, ეს „ქართული ოცნების“ პირობებში მოხდა. შესაბამისად, განცხადებები, რომ „საქართველოს გზა ევროპაშია“, არის ფარისევლური. რაც შეეხება ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ცუდი იყო. ჩვენ ამით არაფერი დაგვიშავდება, არც პარკის გახსნაზე მოსულ ადამიანებს. პირველ რიგში, ეს საზიანო მათთვის არის, რადგან ყველა შეურაცხყოფას აყენებს თავიანთი ქმედებებიდან გამომდინარე. სადაც არ უნდა იყო და როგორც არ უნდა იყო, ღირსება არ უნდა დაკარგო. ყოველ კვირას რუსეთში რომ დადიხარ და „რუბლებს“ იღებ, რა ევროპაზე და ევროპულ მომავალზე გველაპარაკები? მათ ერთი სიტყვა არ უხსენებიათ ოკუპაციასთან დაკავშირებით. ეს რომ ახსენონ, რუსეთში აღარ შეუშვებენ“, –განაცხადა კალაძემ.

ჯგუფმა “მგზავრებმა” გააუქმა 20 ოქტომბერს თბილისის მერიის კონცერტზე გამოსვლა.

“მივმართავთ ჩვენს გულშემატკივარს, კონცერტი გაუმებულია. საქართველოს მომავალი ევროპაშია”, – ნათქვამია ჯგუფის განცხადებაში.

მოგვინებით, მერიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ “მგზავრებმა” ვერ გაუძლეს ბულინგს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S