Accentnews.ge
თბილისში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

თბილისში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

07/02/2020 05:56:56 სამართალი

თბილისში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ცეცხლი ქავთარაძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულზე მდებარე ბინაში გაჩნდა. შუახნის ქალის დაღუპვის მიზეზი სავარაუდოდ, კვამლით გაგუდვა გახდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი დაკვამლიანების გამო მიმდებარე ბინებიდან 7 მოქალაქე გამოიყვანეს. ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S