ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
07/02/2020 07:01:07 მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, – იუწყება სამხრეთ კორეული მედია.
მისივე ცნობით, პაციენტი შუახნის ქალია, რომელიც ფხენიანში ჩინეთიდან ჩავიდა.
ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 636-ს მიაღწია, ინფიცირებულია 30 000–ზე მეტი ადამიანი. ჩინეთის გარდა, 25–ზე მეტ ქვეყანაში ვირუსის 230-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს. ჩინეთის ჰუბეის პროვინციიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება. კორონავირუსის საფრთხის გამო ჩინეთიდან საქართველოს 3 მოქალაქე - თურქეთში, ხოლო 2 საფრანგეთშია ევაკუირებული. არსებული ინფორმაციით, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორ თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის ეჭვით კლინიკაში გუშინ ორი პირი შეიყვანეს, მაგრამ მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.


