Accentnews.ge
ბრიტანელი სპეციალისტები კორონავირუსის პიკს თებერვლის მეორე ნახევრიდან ელიან

ბრიტანელი სპეციალისტები კორონავირუსის პიკს თებერვლის მეორე ნახევრიდან ელიან

09/02/2020 20:32:12 მსოფლიო

ბრიტანელი სპეციალისტების მოლოდინით, ახალი კორონავირუსი პიკს თებერვლის მეორე ნახევრიდან მიაღწევს,– იუწყება „ბლუმბერგი“ ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული დაავადებების კვლევების სკოლის მეცნიერების დასკვნაზე დაყრდნობით.

ამასთან, გამოცემის ცნობით, დაავადების კულმინაციის ზუსტი დროის დაფიქსირება რთულია, ვინაიდან ვირუსთან დაკავშირებული ვითარება საკმაოდ განუსაზღვრელია.

"ახალი კორონავირუსით დაავადებულია სავარაუდოდ, უხანის ყოველი მეოცე მცხოვრები. შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ პიკის დროს, უხანში მოსახლეობის კიდევ 5 % დაინფიცირდება, რაც დაახლოებით, 500 ათასი ადამიანია“ , - განაცხადეს სპეციალისტებმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S