Accentnews.ge
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთში ექსპერტებს გზავნის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთში ექსპერტებს გზავნის

09/02/2020 22:42:54 მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთში ექსპერტებს გზავნის. საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფს ექიმი ბრიუს ეილვარდი ხელმძღვანელობს.

ექსპერტები ჩინელ კოლეგებს კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმარებიან და ადგილზე გაეცნობიან არსებულ მდგომარეობას.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მაშტაბით კორონავირუსის 37 000 შემთხვევაა აღრიცხულ.. ვირუსი 28 ქვეყანაში დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, ახალმა კორონავირუსმა 813 ადამიანი იმსხვერპლა.

„ბლუმბერგი“ ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული დაავადებების კვლევების სკოლის მეცნიერების დასკვნაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბრიტანელი სპეციალისტები ახალი კორონავირუსი პიკს თებერვლის მეორე ნახევრიდან ელიან. .

ამასთან, გამოცემის ცნობით, დაავადების კულმინაციის ზუსტი დროის დაფიქსირება რთულია, ვინაიდან ვირუსთან დაკავშირებული ვითარება საკმაოდ განუსაზღვრელია.

"ახალი კორონავირუსით დაავადებულია სავარაუდოდ, უხანის ყოველი მეოცე მცხოვრები. შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ პიკის დროს, უხანში მოსახლეობის კიდევ 5 % დაინფიცირდება, რაც დაახლოებით, 500 ათასი ადამიანია“ , - განაცხადეს სპეციალისტებმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S