Accentnews.ge
კობახიძე: მაქსიმუმ, 2029 წელს მივიღებთ უკვე პირველ გემს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში

კობახიძე: მაქსიმუმ, 2029 წელს მივიღებთ უკვე პირველ გემს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში

24/10/2024 08:16:05 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, "მაქსიმუმ, 2029 წელს მივიღებთ უკვე პირველ გემს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში". ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„უკვე დაიწყო ანაკლიის პორტის მშენებლობა და ჩვენ გვქონდა საშუალება, ადგილზე გავცნობოდით სამუშაოებს. რა თქმა უნდა, ძალიან ინტენსიურად წარიმართება ეს სამუშაოები და მაქსიმუმ 2029 წელს, თუმცა იმედი გაქვს უფრო ადრეც, მივიღებთ უკვე პირველ გემს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში. რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი დასრულდება ძალიან მალე“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ამავე თემაზე: გაფრთხილებების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა ანაკლიას სანქცირებულ ჩინურ კომპანიას აბარებს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S