Accentnews.ge
კრამონი: "რა ბინძური რეჟიმია თბილისში, რომელიც იგივე მეთოდებს იყენებს, რასაც KGB და FSB იყენებენ მოსკოვში"

კრამონი: "რა ბინძური რეჟიმია თბილისში, რომელიც იგივე მეთოდებს იყენებს, რასაც KGB და FSB იყენებენ მოსკოვში"

24/10/2024 13:45:26 პოლიტიკა

საქართველოში ფინანსური პოლიციის მიერ დღეს ჩატარებულ ჩხრეკის სერიას ყოფილი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ეხმიანება.

"ეს არის საქართველოში მკვლევართა წინააღმდეგ დაშინებისა და რეპრესიების ახალი დონე, არჩევნების წინ. რა ბინძური რეჟიმია თბილისში, რომელიც იგივე მეთოდებს იყენებს, რასაც KGB და FSB იყენებენ მოსკოვში", - წერს ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: ამერიკული კომპანიის „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლების - სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის სახლებში ჩხრეკა დღეს დილით ჩატარდა. პარალელურად ცნობილი გახდა, რომ ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები შევიდნენ ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ში.

გელავასა და ბუზიაშვილისათვის გადაცემული განჩინებების თანახმად, ჩხრეკა ტარდება სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.

სისხლის სამართლის საქმე კი, განჩინების თანახმად, სამი მუხლით არის აღძრული:

  • ფულის გათეთრება;
  • თაღლითობა;
  • გადასახადებისგან თავის არიდება.

ვინ არის ამ საქმეზე ბრალდებული ჯერ უცნობია.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დილით ჩატარებული ჩხრეკები "ქოლცენტრებს" დაუკავშირა.

სოფო გელავა: ჩემი საქმიანობა პირდაპირ უკავშირდება სახელისუფლებო დეზინფორმაციას, ასეთ დროს ლეპტოპის ამოღება შეკითხვებს ბადებს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S