Accentnews.ge
ხაზარაძის, ჯაფარიძისა და წერეთლის სასამართლო პროცესი 25 თებერვლამდე გადაიდო

ხაზარაძის, ჯაფარიძისა და წერეთლის სასამართლო პროცესი 25 თებერვლამდე გადაიდო

10/02/2020 08:13:56 სამართალი

ბიზნესმენების მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმის მორიგი სასამართლო განხილვა, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო, ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 25 თებერვლამდე გადაიდო.

თბილისის საქალაქო სასამართლოში შესაბამისი შუამდგომლობა ადვოკატმა კახა წერეთელმა დააყენა.

ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენიმე დღის წინ გაუარესდა და იგი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

ცნობისთვის: გამოძიება მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 16 664 000 აშშ დოლარის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. რაც შეეხება ავთანდილ წერეთელს, მას უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში დახმარება ედება ბრალად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S