კელი - ჩხრეკებზე: ვიღაც მიანიშნებს, რომ არჩევნების შემდეგ აღასრულებენ მუქარას, ჩაახშონ პროდასავლური ოპოზიცია
24/10/2024 14:27:45 პოლიტიკა
არჩევნებამდე ორი დღით ადრე ვიღაც მიანიშნებს, რომ არჩევნების შემდეგ აღასრულებენ მუქარას, ჩაახშონ ნებისმიერი პროდასავლური ოპოზიცია",- ასე ეხმიანება საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი "ატლანტიკური საბჭოს" ქართველი მკვლევრების სახლებში ჩხრეკის ჩატარებას.
“ორივეს [ეთო ბუზიაშვილი და სოფო გელავა] მაღალი შეფასება აქვს საქართველოში რუსეთის მავნე გავლენის შესახებ გაწეული მუშაობის გამო. არჩევნებამდე ორი დღით ადრე ვიღაც მიანიშნებს, რომ არჩევნების შემდეგ აღასრულებენ მუქარას, ჩაახშონ ნებისმიერი პროდასავლური ოპოზიცია",- წერს იან კელი სოციალურ ქსელში.
ამერიკული ორგანიზაციის „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლების - სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის სახლებში ჩხრეკა დღეს დილით ჩატარდა. არალელურად ცნობილი გახდა, რომ ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები შევიდნენ კიდევ ერთ ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ში.
გელავასა და ბუზიაშვილისათვის გადაცემული განჩინებების თანახმად, ჩხრეკა ტარდება სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.
სისხლის სამართლის საქმე კი, განჩინების თანახმად, სამი მუხლით არის აღძრული:
ფულის გათეთრება;თაღლითობა;გადასახადებისგან თავის არიდება.ვინ არის ამ საქმეზე ბრალდებული ჯერ უცნობია.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დილით ჩატარებული ჩხრეკები "ქოლცენტრებს" დაუკავშირა.


