პრეზიდენტი: არავინ, პირველ რიგში მე, არ ვაპირებთ გადატრიალებას, ცესკომ დადოს რეალური შედეგები
24/10/2024 17:40:01 პოლიტიკა
ფსიქოლოგიური ზემოქმედების მცდელობად შეაფასა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს შენობის სტრატეგიული ობიექტების ნუსხაში შეყვანა, რომლის ბლოკირებასაც შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მოჰყვეს და პრემიერისა და შს მინისტრის ვიზიტს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე ვიზიტსი და "წყლის ჭავლის" ახალი მანქანების შესყიდვაზე აქცენტი.
"იმაზე მიუთითებს, რომ ეცდებიან, ფსიქოლოგიურად დაგვზაფრონ და ჩაგვაყენონ დაძაბულ მდგომარეობაში. არავინ, პირველ რიგში მე, არ ვაპირებთ გადატრიალებას. ასე რომ ცესკო-ს შენობა იყოს, სადაც არის და დადოს რეალური შედეგები არჩევნების და ყველა კმაყოფილი იქნება",- თქვა პრეზიდენტმა.


